საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ბექა ღვინიაშვილი თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. ღვინიაშვილი ფინალში დაუპირისპირდა უნგრელ კრისტიან ტოტს და 2 ვაზირით სძლია.
ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი დაამარცხა.