თელავის მერიის ინფორმაციით, თელავში ფეხბურთის ახალი მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან ერთად მოინახულა.
მერიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა ბუნებრივსაფარიანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, ტრიბუნები და ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციისთვის გამოყოფოლია 2 649 473 ლარი, ხოლო შემსრულებელია კომპანია: შპს ,,გლობალ სტანდარტმშენი.“