თელავის მერი თეთრიწყლების, ნადიკვრის, პანტიანის, სეროდანის და კობაძეს მოსახელობას შეხვდა

თელავის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი თეთრიწყლების, ნადიკვრის, პანტიანის, სეროდანის და კობაძეს მოსახელობას შეხვდა.

უწყების ცნობით, თეთრიწყლებში ადგილობრივებმა პრიორიტეტულ საკითხებად სკოლის ეზოსა და სპორტული მოედნის შემოღობვა, ასევე საბავშო ბაღის სახურავის რეაბილიტაცია დაასახელეს.

ნადიკვრის მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, პრიორიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდა: სავარგულებთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და ბოგირების მოწყობა, სკვერის მოწყობა შესაბამისი ინვენტარით.

კობაძეში ადგილობრივებმა სასაფლაოსთან მისასვლელი გზის და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, სასაფლაოს შემოღობვა, წყარომდე მისასვლელი ბილიკის მოაჯირით მოწყობა მოითხოვეს.

სეროდანსა და პანტიანში კი პრიორიტეტულ საკითხად ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის მოხრეშვა და სასაფლაოს შემოღობვა დასახელდა.