ემოციური ინტელექტის (EQ) როლი პიროვნების წარმატებაში.

ფოტო: mental.ge
ფოტო: mental.ge

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მაღალი IQ-ს მქონდე ადამიანები უფრო ნიჭიერები არაინ და შესაბამისად, წარმატების მიღწევის მეტი შანსი აქვთ. თუმცა მკვლევარების ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ წარმატებას აღწევდნენ ისეთი ადამიანები, ვისაც არ ჰქონდა დიდი გამოცდილება და არც შესაბამისი განათლება. სწორედ აქედან გამომდინერე, ჯერ კიდევ 1995 წელს ჩამოყალიბდა ტერმინი ემოციური ინტელექტი (EQ).

ემოციური ინტელექტი ყველა ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებელია და იყოფა ოთხ ნაწილად: თვითცნობიერება, საკუთარი თავის მართვა, სოციალური ცნობიერება, ურთიერთობების მართვა.

თვითცნობიერება – უნარი, გააცნობიერო საკუთარი ემოციები და ხვდებოდე რომელ მათგანს განიცდი მოცემულ მომენტში. ხვდებოდე საკუთარ რეაქციებს კონკრეტულ მოვლენებთან, გამოწვევებთან ან ადამიანებთან მიმართებაში. თვითცნობიერების ზრდასთან ერთად ადამიანთა კმაყოფილების შეგრძნება, ანუ უნარი მიაღწიონ საკუთარ მიზნებს, იზრდება. თვითცნობიერება მნიშვნელოვანია, რამდენადაც 83% ადამიანებისა, რომელთან მაღალი თვითცნობიერების უნარი აქვთ საქმის საუკეთესოდ შემსრულებლები არიან.

საკუთარი თავის მართვა ნიშნავს უნარს, გამოიყენო შენი ცნობიერება საკუთარი ემოციების სამართავად, იყო მოქნილი და პოზიტიურად მართო საკუთარი ქმედება. შეგეძლოს მომენტალური იმპულსების შეკავება და მათი გვერდით გადადება უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.

სოციალური ცნობიერება – გააცნობიერო სხვა ადამიანის ემოციები და ამოიცნო რა განწყობაზე იმყოფებიან ისინი მოცემულ მომენტში. აღნიშნული უნარის მთავარი ელემენტებია მოსმენა და დაკვირვება. მონოლოგის ნაცვლად მოსმენა და დაკვირვება, გვეხმარება დავინახოთ ჭეშმარიტი მდგომარეობა, რაშიც ჩვენი გარშემომყოფები არიან.

ურთიერთობების მართვა – უნარი, შეგეძლოს შენი სოციალური ცნობიერების გამოყენება ადამიანებთან ურთიერთობების წარმატებით წარმართვისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრისათვის. ურთიერთობების მართვა ასევე მნიშვნელოვანი უნარია კონფლიქტთა გადაწყვეტისა და საკუთარ პოზიციაში სხვების დარწმუნებისათვის.

მოკლედ რომ ვთქვათ, ემოციური ინტელექტი არის უნარი, შეგეძლოს საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობიერება და მათი მართვა. ის გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე, ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ჩვენს მიღწევებზე. EQ სრულიად განსახვავდება IQ-სგან და მათ საერთო არაფერი აქვთ. ადამიანის IQ მისი ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა მცირედით შეიცვალოს, მაშინ როდესაც EQ-ს განვითარება და გაუმჯობესება სავსებით შესაძლებელია.

დავუბრუნდეთ ისევ წარმატებას, რამდენად ახდენს ემოციური ინტელექტი გავლენას წარმატების მიღწევაზე? ძალიან! კვლევების თანახმად, თითქმის ყველა საქმიანობაში მიღწეული დონის 58% ემოციიური ინტელექტით აიხსნება. მენეჯერების 90% მაღალ EQ-ს მატარებელია, მაშინ როდესაც დაბალი რანგის თანამშრომელთა შორის, მხოლოდ 20% ფლობს მაღალ EQ-ს. სწორედ ემოციური ინტელექტი განსაზღვრავს კრიტიკულ აზროვნებას, ის გავლენას ახდენს ადამიანის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე და მის თითოეულ ქცევაზე.