კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების მოზარდებისთვის შემეცნებითი პროექტი განხორციელდება

მიმდინარე წლის 23–28 ოქტომბერს, კახეთის მხარეში, სსიპ ქალაქ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი,“ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებს საგანმანათლებლო შემეცნებით პროექტს:
„ბავშვები ბავშვებისთვის სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრის მუსიკალურ-შემეცნებითი კონცერტების სერია კახეთის მხარის მუნიციპალიტეტების მოზარდებისთვის.“
პროექტის ფარგლებში კონცერტი ჩატარდება:
27 ოქტომბერს
15:00 საათი – ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრი;
28 ოქტომბერს
15:00 საათი – სოფელ შილდის სამუსიკო სკოლა;
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტზე დასწრება თავისუფალია.