პლატონ კალმახელიძე ფრანგულ სამედიცინო ცენტრ “კახეთი-იონის” გამგეობის სხდომას დაესწრო

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე ფრანგულ სამედიცინო ცენტრ “კახეთი-იონის” გამგეობის სხდომას დაესწრო.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამგეობის წევრებმა განიხილეს ინიციატივა გამგეობის წევრთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირეს, სამედიცინო ცენტრის დაფუძნებისა და განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, გამგეობის ახალი წევრის, ბიძინა სონღულაშვილის არჩევას.
სხდომაზე ასევე განიხილეს ცენტრის სამომავლო განვითარების საკითხი. ყურადღება გამახვილდა ახალი შენობის მშენებლობაზე, რომელიც გათვლილი იქნება ონკოლოგიური დეპარტამენტისა და ქიმიოთერაპიული სერვისის განვითარებისთვის, ასევე ლაბორატორიული განყოფილების მოდერნიზება – გაფართოებისთვის.
შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანრი დე რენკური, გამგეობის თავმჯდომარე ერიკ ჟანტი და სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი თამარ ცანკაშვილი ესწრებოდნენ.