ყვარლის კულტურის სახლში, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ადგილობრივი საესტრადო, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მუსიკალური ნომრები.
ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მოწვეულ სტუმრებთან და მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ქანდაურიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძე.