მიმდინარე წლის 8 ივლისს, შუამთის ტყე-პარკის სარეკრეაციო ზონის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, “შუამთის ფესტივალი” გაიმართება, სადაც სტუმრების მიღება 13:00-საათიდან დაიწყება.
კომპანია “ბადაგონისა” და “USAID-ის “ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ მიერ დაგეგმილ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, დახვდებათ:
სამაგიდო და სათავგადასავლო თამაშები დიდებისთვის;
–სხვადასხვა საბავშვო აქტივობები – შეჯიბრებები, ხატვის მასტერკლასები;
-ადგილობრივ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა;
-შემეცნებითი გასვლა ტყეში ორგანიზაცია “გარე-მარესთან” ერთად;
-სპორტული აქტივობები;
-უგემრიელესი BBQ კერძები;
-შესაძლებლობა, დააგემოვნოთ “ბადაგონის” ღვინოები და სხვადასხვა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელი.
18:00 საათიდან კი, წარმოდგენილი იქნება ელექტრონული მუსიკის ცნობილი ქართველი არტისტები. მსურველთათვის დასწრება უფასოა.