7-15 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, იმართება ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები.“ თელავის, ყვარლის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების დღის პროგრამა შემდეგნაირად გამოიყურება.
7 ოქტომბერს, თელავში 14:00 საათიდან, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება ღონისძიებები:
14:00–18:30 მეღვინეების კუთხე, ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
15:00–17:00 „ქართული ღვინის ისტორია და მნიშვნელობა“ – საუბრები ღვინოზე ქართველ მეღვინეებთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად.
14:00–18:30 კვების სივრცე: მწვადი, ყველი, თაფლი, ჩურჩხელა, ადგილობრივი მზარეულების ტრადიციული კერძები.
14:00-18:00 პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, თათარას მომზადება.
14:30-18:00 საბავშვო გასართობი სივრცეები და სახალისო გაკვეთილები: ღვინისთვის განკუთვნილი თიხის ჭურჭლის მოხატვა.
14:00-18:30 საგამოფენო სივრცე – “ყურძნის ჯიშები საქართველოში”.
15:00-16:00 “თეატრალური კვარტეტი“.
16:15-17:15 მუსიკალური გაფორმება: მომღერალი ანა უზნაძე.
18:30-20:00 გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: „ბასიანი“, „შვიდკაცა“, მიშო ჯავახიშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, „სუხიშვილები“, ნუკრი კაპანაძე, დათო შანიძე, კოტიკო ყიფიანი, „თეატრალურის კვარტეტი“, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი.
8 ოქტომებრს, ყვარელში, ი. ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში საფესტივალო პროგრამა დაიწყება 14:00 საათზე:
14:00-21:00 კახური ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
14:00-21:00 კვების სივრცე: დედას პური, მწვადი, ყველი, ჩურჩხელა, ქართული ნუგბარი.
14:00-21:00 პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, თათარას მომზადება.
14:00-19:00 თიხით ძერწვის და თიხაზე ხატვის გაკვეთილები.
15:00-15:30 მეგა ბუშტებით საზეიმო მსვლელობა.
15:00-19:00 საბავშვო გასართობი სივრცეები და აქტივობები: ყურძნის დაწურვის ჩემპიონატი, ღვინის ფიალების მოხატვა და სხვ.
16:00-18:00 ქართული ცეკვის გაკვეთილები – ცეკვის აკადემია „სუხიშვილები“.
18:30-21:00 კონცერტი: „ჩვენი კვარტეტი“, „გაგა ფრანი“.
10 ოქტომბერს, დედოფლისწყაროს კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საფესტივალო პროგრამა დაიწყება 17:00 საათზე:
17:00-21:00 კახური ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
17:00-21:00 კვების სივრცე: დედას პური, მწვადი, ყველი, ჩურჩხელა; ქართული ნუგბარი.
17:00-21:00 პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, თათარას მომზადება.
17:00-20:00 თიხით ძერწვის და თიხაზე ხატვის გაკვეთილები.
17:00-17:30 მეგა ბუშტებით საზეიმო მსვლელობა.
17:00-20:00 საბავშვო გასართობი სივრცეები და აქტივობები: ყურძნის დაწურვის ჩემპიონატი, ღვინის ფიალების მოხატვა და სხვ.
17:00- 19:00 ქართული ცეკვის გაკვეთილები – ცეკვის აკადემია „სუხიშვილები“.
19:00-21:00 კონცერტი: „ქართული ხმები და ბენდი“ , ჯგუფი – „გუფი ლენდი“.