7 სექტემბერს, თელავში, მეფე ერეკლეს სასახლის ეზოში გაიმართება ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი – “სთველი.”
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყობა საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
– ტრადიციულ საწნახელში ყურძნის დაწურვა;
– XVIII საუკუნის ქართლ-კახეთის ტრადიციების, მეფე ერეკლეს სამეფო ოჯახის ეტიკეტის წარდგენა;
– კახეთისთვის დამახასიათებელი გასტრონომიული კუთხე: ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;
– ფესტივალზე შეიქმნება სიმბოლური ნაზავი – ბლენდი „მეფე ერეკლეს ღვინო“ მას შემდეგ, რაც დეგუსტატორები შეარჩევენ საუკეთესო რქაწითელს, კახურ მწვანეს, ქისს და ხიხვს;
– 12:00 – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ მიერ ქართული ყურძნისგან დამზადებული კახური ღვინოების, მათი, როგორც ადგილწარმოშობის ისტორიული დასახელებების პრეზენტაცია;
– 13:00 – „მეფე ერეკლე და კახეთი“ – მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია.
– 14:00 – ფესტივალის სპეციალური სტუმრის – 2019 წელს ისრაელის საუკეთესო მეღვინის იცხაკ შალევის მასტერკლასი და დეგუსტაცია, რომელსაც თვითონ მეღვინე წარუძღვება და გაისინჯება მის მიერ ისრაელში ბოლო 4 წლის განმავლობაში დაყენებული საავტორო ღვინოები.
– 16:00 – „მეფე ერეკლე, კახეთი და ქართული ღვინო“ კულტურულ-თეატრალიზებული პროგრამა ისტორიული წყაროების თანხლებით, წამყვანი გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლე, კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი.
– 17:00 – საუკეთესო ბლენდის „მეფე ერეკლეს ღვინის“ შექმნისთვის გამარჯვებულების დაჯილდოება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით, შესაბამისი მოწმობებით.
ისტორიულ-კულტურული პროგრამის სცენარის ავტორი და წამყვანი – გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლე, კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი;
მონაწილეობენ: საქართველოს სახალხო არტისტი ვანო იანტბელიძე, მომღერალი ანრი ჯოხაძე, ფოლკლორული ანსამბლები „წინანდალი“ და „ჩაკრულო“, ქართული საბრძოლო ხელოვნება „ჰოროლი“, სტუ-ს თეატრი-სტუდია „მოდი-ნახე.”
საკონკურსო ჟიურის შემადგენლობა: ზაზა გრიგალაშვილი, სომელიე, ქართული ღვინის ექსპერტი; იცხაკ შალევი – მეღვინე, ისრაელი; როს კლოსი – შოუ „მსოფლიო ღვინის ბრძოლები“ პროდიუსერი, ახალი ზელანდია; მარკო ნორსი – ღვინისმცოდნე, მუსიკოსი, ნიუ იორკი აშშ; ტომ უილიამსი – პროფესიონალი ავტორი მწერალი კვების და ღვინის შესახებ, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.
ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმის „სთველი“ მხარდამჭერები არიან:
-საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
-ღვინის ეროვნული სააგენტო;
-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”;
-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
-საქართველოს ხელოვნების სასახლე;
-კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია;
-თელავის მუნიციპალიტეტის მერია;
-საინფორმაციო მხარდამჭერი ტელეკომპანია “იმედი.”