თელავში, ალექსანდრე სულხანიშვილის სახელობის ქუჩაზე, რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თელავში, ალექსანდრე სულხანიშვილის სახელობის ქუჩის პირველი შესახვევის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგო გზის 288-მეტრიან მონაკვეთზე. რაც შეეხება პროექტს, იგი ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 144 160 ლარის ოდენობით.