60 წელი შესრულდა თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლას დაარსებიდან რასთან დაკავშირებითაც, თელავის მერიის ინფორმაციით, ჩატარდა ღონისძიება.
საიუბილეო ღონისძიება გაიმართა ზაირა არსენიშვილის სახელობის თლავის კულტურის ცენტრში, სადაც გამოფენილი იყო თელავის სამხატვრო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ნამუშევრები.
თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა დააარსა მხატვარმა სერგო ასლანიშვილმა.
სკოლამ, დაარსებიდან დღემდე გამოუშვა 950-მდე კურსდამთავრებული, რომელთა შორისაც არის არაერთი ცნობილი მხატვარი.