6 ივნისს, 15:00 საათზე, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის სცენაზე, სიღნაღის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ვანის კარლო საკანდელიძის სახალხო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს – „ემიგრანტები,” რომლის რეჟისორი და მხატვარია ლაშა ლომჯარია.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 6 ივნისს, 20:00 საათზე, ამავე სცენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სპექტაკლი „უკანასკნელი თოლია,” რომლის ავტორიც არის მიხო მოსულიშვილი, ხოლო რეჟისორი გიორგი ჭანტურია.
შეგახსენებთ, რომ სპექტაკლის ხანგრძლივობა გასტანს 90 წუთს.