დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.
სადღესასწაულო წირვა აღევლინება საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში. წმინდა გიორგი მიჩნეულია, როგორც მხედართა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველი.
საქართველოში გიორგობის დღესასწაული აღინიშნება ორჯერ. 6 მაისს (დიდმოწამე გიორგის აღსრულების) და 23 ნოემბერს (მისი ბორბალზე წამების დღე).