თელავში, მიმდინარე 2024 წელს გაიხსნა „მშვიდობის პარკი“, რომელიც გაშენებულია 2 ჰექტრამდე მიწის ფართობზე და აერთიანებს:
– საბავშვო-გასართობ კუთხეებს;
– სატრენაჟორო სივრცეს;
– სკეიტ პარკს, რომელიც პირველია კახეთის რეგიონში;
– ველო და ფეხით სასიარულო ბილიკებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი განხორციელდა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით და მისმა ბიუჯეტმა შეადგინა 2 516 448 ლარი.