ეთნიკური უმცირესობები საჯარო სამსახურში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით აცხადებს მიღებას სტაჟირების პროგრამაზე „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (“1+4 პროგრამა”) მოსარგებლე პირებისათვის.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში.
სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები 4 თვის განმავლობაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: www.sites.google.com/view/oneplusfour/მთავარი
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, 8 აგვისტოს ჩათვლით ბმულის მეშვეობით: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/87257…