31 მაისს, თელავში, ისტორიული ავტომობილების გამოფენა გაიმართება.

31 მაისს, თელავის ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება ისტორიული, კლასიკური ავტომობილებისა და მოტოციკლების გამოფენა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, 16:00 საათიდან, წარმოდგენილი იქნება გასართობი პროგრამა და კვების კუთხე.
ისტორიული ავტომობილების გამოფენას თელავში ყოველწლიური ხასიათი აქვს და წელს უკვე მეოთხედ იმართება.