300 არაგველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

თელავში, 300 არაგველის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, 500 მეტრი სიგრძის გზაზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება.
დღეს, სამუშაოების მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 312 640 ლარს, რომელიც ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.