30 – 31 მაისს, ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახალხო თეატრის დასი წარმოგიდგენთ პრემიერას – გოჩა კოლხის “ლაზარეს აღდგინება.” სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ლაშა გოგნიაშვილი.
ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: დაჩი დავითაშვილი, იოანე ქართველი, ნინო ჩიხიაშვილი, გოგა სოლომნიშვილი, მაია მამულაშვილი, მამუკა ყეინოშვილი, ფერლანდი მზექალაშვილი, ცოტნე ხვთისიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში, 26 მაისიდან და მისი ღირებულება 10 ლარია.