30 ნოემბერს, თელავი დასქამების ფორუმს უმასპინძლებს.

30 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“- ში თელავი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მისულ სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ 25-მდე კომპანიის, 300-მდე ვაკანსიას გაეცნონ.

ვაკანსიების ძირითადი მიმართულებებია; საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტული მიმართულება, სამშენებლო სექტორში არსებული პროფესიები, სასტუმრო და სარესტორნო სფერო, სატრანსპორტო და საბანკო მიმართულება.

სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან სივრცეში, რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს გაეცნონ და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმონ შემდგომი თანამშრომლობა.

ფორუმზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ და შეიძინონ მცირე მეწარმეების, თვითდასაქმებულებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების მიერ დამზადებული სხვადასხვა პროდუქტები და ნაკეთობები.