თელავში, 30 დეკემბერს, ცენტრალურ მოედანზე ახალი წლის დღეების ფარგლებში, 14:00 საათიდან გაიმართება საზეიმო ღონისძიებები:
14:00-19:00 საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი;
14:00-18:00 საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა;
14:00–18:00 კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები და ანიმატორი;
14:00-14:30 ორკესტრის მსვლელობა „Drum School”;
15:00–15:45 ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი: სსიპ მე-4 საჯარო სკოლის გაერთიანებული გუნდი; სკოლა სტუდია ,,სოლეი’’; წინანდლის სამუსიკო სკოლა; თელავის N1 სამუსიკო სკოლა;
15:00-17:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის პაპასთან და საჩუქრების გადაცემა;
16:00-17:00 – ჟირაფი ჟოზეს საახალწლო სპექტაკლი;
17:00-20:00 კონცერტი: კვარტეტი რანინა ბენდით;
კახაბერი და ხანუმები;
DJ გიგა პაპასკირი.
“შევუქმნათ პატარებს საზეიმო განწყობა და ერთად ვიზეიმოთ დამდეგი ახალი წელი!
ღონისძიებას დაასრულებს საზეიმო ფოიერვერკი”, – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.