30 ივნისს თელავის ცენტრალურ მოედანზე პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება

30 ივნისს, თელავის ცენტრალურ მოედანზე საქართველო-ესპანეთის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კვირას, თელავის ცენტრალურ მოედანზე, 21:30 საათიდან მოქალაქეთა განწყობაზე იზრუნებს DJ. ამასთან, ადგილობრივი მეწარმეების ჩართულობით წარმოდგენილი იქნება კვების კუთხე.

23:00 საათზე კი მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მოედანზე შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, უგულშემატკივრონ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.