29 ივლისიდან თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტს ფშავლის მიმართულება ემატება

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 29 ივლისიდან თელავის მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტს დაემატება ფშავლის მიმართულება.
#11 ავტობუსი იმოძრავებს ყოველდღიურ რეჟიმში, 08:00-საათზე, 13:00-საათსა და 18:00-საათზე, თელავიდან ფშავლის მიმართულებით, თელავი-ნაფარეული-სანიორე-ჯუღაანი-ლალისყური-ფშაველი-ლეჩურის მარშრუტით.
ავტობუსი ფშავლიდან თელავის მიმართულებით გადაადგილდება 09:00-საათზე, 14:00-საათსა და 19:00-საათზე.
შეგახსენებთ, რომ მგზავრობის საფასურია 1 ლარი.