26 მაისს, თელავში, სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შემდეგი პროგრამით აღინიშნება:
12:00-19:00 – საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
12:00-19:00 – სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციართა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა;
12:00 -19:00 – საგამოფენო სივრცეები;
– “1918 წლის 26 მაისი“;
– „კახეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობები“;
– „კახეთის რეგიონის საზოგადო მოღვაწეები“;
– „საქართველო ღვინის სამშობლო – უძველესი სამუზეუმო ექსპონატების ასლების გამოფენა“;
– „კახეთის რეგიონის ვაზის ჯიშები“.
12:00 – 19:00 – საბავშვო გასართობი აქტივობები – ზღაპრის გმირები, თამაშების, ანიმატორები, ბატუტის სივრცე.
14:00 18:00 – შემეცნებითი აქტივობა ბავშვებისათვის – „ტყის ბავშვები“ – „მცენარეების მოვლა, გადარგვა და დარგვა“ .
14:00-16:00 – კახური ტრადიციული კერძების დამზადების მასტერკლასი და ადგილზე დაგემოვნება;
12:00-19:00 – კოსტიუმირებული მსახიობების საზეიმო მსვლელობები.
15:00-16:00 -,,ჟოზეს სასცენო სპექტაკლი“
17:10 – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
თელავის ფირუზ მახათელაშვილის სახელობის ეთნოგრაფიული ანსამბლი ჩაკრულოს“ შესრულებით.
18:00 – 21:00 – საზეიმო კონცერტი;
• შვიდკაცა და ლიზა ბაგრატიონი;
• ჯგუფი ,,მიქსტურა.“