26 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კონცერტი გაიმართება.

თელავში კვლავ გრძელდება მუსიკალური საღამოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 26 ივლისს, 20:00 საათზე ნადიკვრის პარკში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გაიმართება დოდონა ნამორაძის, ხვიჩა მაღლაკელიძისა და გუჯა მარდალეიშვილის კონცერტი.
მსურველთათვის დასწრება თავისუფალია.