25-26 მაისს, თელავის ცენტრალურ მოედანზე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 25 მაისს, 09:00 საათიდან, 26 მაისის ქუჩიდან იუსტიციის სახლამდე და ერეკლე II-ის N1-მდე (სასტუმრო ჰოლიდეი ინნ) ორმხრივად შეიზღუდება ავტომობილების გადაადგილება.
მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემოვლითი გზით, ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით.
შეზღუდვა მოიხსნება 27 მაისს, 09:00 საათიდან.