25 – 26 ივნისს, მაგიდის ჩოგბურთში თელავის ღია პირველობა გაიმართა.

თელავში, 25 – 26 ივნისს, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, გაიმართა თელავის ღია პირველობა მაგიდის ჩოგბურთში – U13, U15, U17 U19 ასაკის გოგონათა და ვაჟთა შორის, რომლის ორგანიზატორიც იყო ააიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება ,,თელავი.”
ტურნირზე, სადაც მონაწილეობდნენ: თელავის, თბილისის, აფხაზეთის, ამბროლაურის, ქედას, ქუთაისის, წყალტუბოს, წალკას, გუნდები, ააიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება ,,თელავის” სპორტსმენებმა დაიკავეს შემდეგი საპრიზო ადგილები:
U19 გოგონა – ნინი ქართლელიშვილი I ადგილი;
U17 ვაჟები – გიორგი იარაძე II ადგილი;
U15 ვაჟები – ნიკოლოზ გოგოლაძე III ადგილი.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და დიპლომებით.
ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ქალბატონი ფიქრია ყუშიტაშვილი.