25 ოქტომბერს, თელავში, ყოველწლიური, რეგიონული ფესტივალი „ჭაჭა 2025“ გაიმართება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალის ჩატარების ადგილია ქალაქი თელავი, ერეკლე მეფის მოედანი, ხოლო ფესტივალის ჩატარების დრო: 14:00 – 19:00.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი „ჭაჭა” ერთადერთი რეგიონული ფესტივალია საქართველოში, რომელიც კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის მონაწილეობით ტარდება.
ფესტივალის პროგრამა:
ჭაჭის გამოფენა-გაყიდვა;
ტრადიციული კერძები და გასტრონომიული კუთხე;
მუსიკა, თეატრალიზებული მსვლელობა და კულტურული პროგრამა;
დეგუსტაციები და მასტერკლასები ღვინისა და ჭაჭის ექსპერტებისგან;
გამარჯვებულების დაჯილდოება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით, ასევე ყველაზე კრეატიული მუნიციპალიტეტი მიიღებს სპეციალურ პრიზს!
ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს გელოდებათ მხიარულება, ტრადიციები, გემოები და კახური სტუმართმოყვარეობა – ყველაფერი ერთ დღეს, ერთ მოედანზე! დასწრება თავისუფალია!