24 ოქტომბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ვაჟებს შორის გაიმართა მუნიციპალური თამაშები მინი ფეხბურთში.
თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, I ადგილი დაიკავა თელავის N:9 საჯარო სკოლის გუნდმა, ხოლო II ადგილის მფლობელი გახდა სოფელ წინანდლის საჯარო სკოლის გუნდი.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული გუნდები რეგიონულ პირველობაზე წარადგენენ თელავის მუნიციპალიტეტს, მუნიციპალური თამაშები გაიმართება კიდევ სპორტის 6 სახეობაში.