23 დეკემბერს თელავში, მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი გაიმართება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში საახალწლო სამზადისი გრძელდება, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობდა.

მერიის ცნობით, ნაძვის ხის მოწყობა დასრულების ეტაპზეა ალაზნის გამზრისა და კავკასიონის ქუჩის კვეთაზე მდებარე სკვერშიც.

თელავი, ახალ 2024 წელს ახალი ნაძვის ხითა და ილუმინაციებით შეხვდება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის თელავს საჩუქრად ახალი ილუმინაციები გადაეცა, რომლებიც მთავარ მოედანზე, ასევე ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში განთავსდა.

უკვე დასრულებულია ქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა, ნაძვის ხეები განთავსდა ასევე სოფლებში ჯუღაანსა და წინანდალში.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი ცენტრალურ მოედანზე 23 დეკემბერს გაიმართება.