22 ოქტომბერს, თელავში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გაიმართა მუნიციპალური თამაშები მძლეოსნობაში, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გოგონები :
I ადგილი – სოფ. კონდოლის საჯარო სკოლა;
II ადგილი – სოფ. იყალთოს საჯარო სკოლა;
III ადგილი – თელავის N:3 საჯარო სკოლა.
ვაჟები :
I ადგილი – თელავის N:7 საჯარო სკოლა;
II ადგილი – სოფ. კოდოლის საჯარო სკოლა;
III ადგილი – სოფ ვარდისუბნის საჯარო სკოლა.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული გუნდები რეგიონულ პირველობაზე წარადგენენ თელავის მუნიციპალიტეტს, მუნიციპალური თამაშები გაიმართება სპორტის 7 სახეობაში.