თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიების გამო, თელავის ცენტრალურ მოედანზე საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.
მრიის ცნობით, საავტომობილო მოძრაობა შემდეგი გრაფიკით შეიზღუდება:
დღეს, 22 მაისს, 20:00-დან, 26 მაისის ქუჩიდან-იუსტიციის სახლამდე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება.
24-27 მაისს თელავის ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ერეკლე II-ის გამზირის ნაცვლად, ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს.
საავტომობილო გადაადგილება 27 მაისს, 08:00-ზე აღდგება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.