2024 წლის სექტემბრიდან, 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება.
სტაჟიორად შეიძლება მიღებული იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე, ან სწავლობს მაგისტრატურის საფეხურზე, ან დასრულებული აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს. ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად და სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორის პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, იხილოთ შესაბამისი ბმული: