2024 წელს კახეთის რეგიონის მასშტაბით მოეწყო 153 კმ გზა

მიმდინარე წელს კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუტურული სამუშაოები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს, კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მოეწყო 153 კმ. გზა, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაფინანსებით დაიხარჯა 100 735 754 ლარი.