2024 წელს თელავის მუნიციპალიტეტს უახლესი საბავშვო ბაღები შეემატა

2024 წელს, თელავში გაიხსნა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე N2 და სოფელ ვარდისუბნის ახალაშენებული საბავშვო ბაღები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ორივე ბაღი აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით და გათვლილია 180 აღსაზრდელზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საბავშვო ბაღები ადაპტირებულია შშმ/სსმ აღსაზრდელებზე.
შენობები მოიცავს საძინებელ, სათამაშო, გამოსაცვლელ ოთახებს, სასადილოს, სათავსოებს, ჰოლის, ადმინისტრაციულ და სამრეცხაო ოთახებს, სამზარეულოს, ლიფტს, საევაკუაციო კიბეებს. ეზოებში მოწყობილია ფარდულები და სათამაშო მოედნები.
შეგახსენებთ, რომ თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე N2 ბაგა-ბაღი საპილოტე ინტეგრირებული რეგიონების განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით (ბიუჯეტი – 3 346 011 ლარი) რეაბილიტირდა, ხოლო ვარდისუბნის ბაღის აშენება მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა 3 559 611 ლარით.
სამუშაოების დასრულებისთანავე, სკოლამდელი აღსაზრდელები, სოფელ რუისპირში, კურდღელაურში, ნაფარეულში, ასევე თელავის N1 საბავშვო ბაღში, რეაბილიტირებულ შენობებში გააგრძელებენ სწავლას.