საქართველოში 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ელექტრონული ფორმით. აღნიშნული ინიციატივა იმ საარჩევნო რეფორმის ნაწილია, რომელიც ევროკავშირის კანდიდატობისთვის, ევროკომისიამ საქართელოს, 12 რეკომენდაციას შორის განუსაზღვრა ერთ-ერთ პუნქტად.
კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლები ხმას ახალი ტექნოლოგიის საშულაებით მისცემენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უბნების დახურვიდან რამდენიმე წუთში ცნობილი გახდება წინასწარი შდეგები.
სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ელექტრონულად ხმის მიცემის პროცედურის დანერგვა, დაასრულებს ე.წ. კარუსელებთან და მანიპულაციებთან დაკავშირებულ ეჭვებს საზოგადოებაში.
„ჩვენ გვახსოვს, რომ ხშირად ეგზიტპოლიც კი გამხდარა მანიპულაციის საგანი. როგორც მოგეხსენებათ, გამოცხადდება ხოლმე 4 ეგზიტპოლი და ყველა მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან. აღარ იქნება არავითარი ეგზიტპოლი საჭირო. საარჩევნო უბნის დახურვისთანავე უკვე ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალური შედეგები. გარდა ამისა, აღარ შექმნის პრობლემას ბათილი ბიულეტინების საკითხი, რაც ოქმებში დიდ გაუგებრობას იწვევდა.“ – ირაკლი კობახიძე
პარლამენტის ფრაქციის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია თავმჯდომარის მოადგილის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მიესალმება ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, თუმცა ეს არ მოაგვარებს წინაარჩევნო კამპანიის დროს არსებული ზეწოლების და მოსყიდვების პრობლემას.
„საქართველოს ოპოზიცია ელექტრონულ არჩევნებს ითხოვდა ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ თანხმა ვართ ელექტრონულ არჩევნებზე თუ რათქმაუნდა ეს არიქნება ცესკოს და სუსის ელექტრონულ პლადფორმებზე. ამაში საერთაშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფოს მხარდაჭერა დაგვჭირდება. სხვა შემთხვევაში დაბალი იქნება ნდობის ხარისხი. ელექტრონული არჩევნებით არ მოგვარდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებული ზეწოლები და მოსყიდვები.-“ განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე ჯერ კიდევ 2021 წლის 25 მაისს აქვეყნებს კვლევას, სადაც თითოეული ქვეყნის მაგალითზე, გაანალიზებულია ახალი საარჩევნო სისტემის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები, ამასთან, საუბარია შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომლებიც თან ახლავს ახალ ტექნოლოგიებს. -ნათქვამია ანაგირშში.