2024 წელს მასწავლებლების ხელფასი, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება.

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი პრე­მი­ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ­განა­ცხა­და, რომ 2024 წელს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის და­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყო­ფა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი ლარი, აქე­დან, 160 მი­ლი­ო­ნი ლარი მოხ­მარ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბის ზრდას, რო­მე­ლიც, სრუ­ლი დატ­ვირ­თვის პი­რო­ბებ­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 500 ლა­რით და მე­ტით გა­იზ­რდე­ბა.

„მას­წავ­ლებ­ლო­ბა, ჩემო ძვირ­ფა­სო პე­და­გო­გე­ბო, კარ­გად ვი­ცით, რომ ოდით­გან­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­პა­ტიო და რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ფე­სი­აა. ჩვენ ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ ღირ­სე­უ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი თა­ო­ბა, ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რის სა­წინ­და­რი, მთა­ვა­რი ფუნ­და­მენ­ტი, სა­ძირ­კვე­ლი, მე კარ­გად ვიცი, რა­ო­დენ დიდ შრო­მას ეწე­ვით ყო­ველ­დღი­უ­რად, ზრუ­ნავთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე, მათ აღ­ზრდა­ზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლის მყარ სა­ფუძ­ველს ქმნის.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენ ყვე­ლას გვყავს ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ანუ ის ადა­მი­­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩვენს ცნო­ბი­­რე­ბა­ზე, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­ზე, აზ­როვ­ნე­ბა­ზე დიდი როლი იქო­ნი­ეს და რაც მთა­ვა­რია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვა­ლი და­ტო­ვეს, გვას­წავ­ლეს, ზო­გა­დად, აზ­როვ­ნე­ბა, გვას­წავ­ლეს ყვე­ლა­ფე­რი, ის, რაც მხო­ლოდ წიგ­ნე­ბით არ ის­წავ­ლე­ბა.

ამი­ტომ ჩვენ, მთავ­რო­ბას, კარ­გად გვაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ეს დიდი ღვაწ­ლი, რო­მელ­საც თქვენ ეწე­ვით. მი­მაჩ­ნია, რომ თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბის კუ­თხით ჩვენ, მთავ­რო­ბამ მეტი უნდა გა­ვა­კე­თოთ,“– ირაკლი ღარიბაშვილი.