2024 წელს, დასრულდა თელავის ჩოგბურთის კორტების სრული რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც მოეწყო 6 ღია და 2 დახურული კორტი. შედეგად, სპორტული ობიექტი ყველა სეზონზე წარმატებით იფუნქციონირებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, განთავსდა ახალი ტრიბუნები, გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები, სპორტსმენებისათვის მოეწყო საუნა, ამასთან, სრულად შეიცვალა განათების სისტემა.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ღირებულება, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით განხორციელდა, შეადგენს 3 900 062 ლარს.