2024 წელს თელავის მერიის სოციალური პროგრამებით 7 468 მოქალაქემ ისარგებლა

2024 წელს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური საკითხებისა და ჯანმრთელობის დაცვის 19 პროგრამით ისარგებლა 7 468 მოქალაქემ. თელავის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს აღნიშნული პროგამების ჩამონათვალს. ესენია:
-ახალშობილ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამა;
-სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარების პროგრამა;
-მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა;
-საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ პირთა 18 წლამდე შვილების დახმარების პროგრამა;
-სარიტუალო მომსახურების დაფინანსების პროგრამა;
-დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსების პროგრამა;
-ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების პროგრამა;
-დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების დაფინანსების პროგრამა;
-ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის დაფინანსების პროგრამა;
-0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით დაფინანსების პროგრამა;
-1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულ პირთა დახმარების პროგრამა;
-კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა;
-სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა;
-მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა;
-ონკოლოგიურ (ავთვისებიანი სიმსივნე) პაციენტთა სამედიცინო
მომსახურების, მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების ან/და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსების პროგრამა;
-მუსიკათერაპიის სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა;
-სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი (მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები) ბავშვების სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსების პროგრამა;
-აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსების პროგრამა;
-მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსების პროგრამა.