დღეს, 6 თებერვალს ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, რომელიც ჩატარდება 2024 წელს, ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრის პროცედურა ტექნოლოგიების გარეშე ჩატარდება, გაციფრულდება ბიულეტენები.
ცესკოს ცნობით, შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, რომელის ჩატარებაც დაგეგმილია მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ასევე გაიმართება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და იმავე კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც იმოქმედებს 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე.