2023 წელს გამოსული ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმები

2023 წელს გამოსული ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის სტატუსს ფლობს ანიმაციური კინოსურათი The Super Mario Bros. Movie.

Nintendo-ს ვიდეოთამაშის ადაპტაციის მიერ მიღებული მთლიანი შემოსავალი 1.3 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. მათ შორის საშინაო შემოსავალი აღემატება $573.4 მილიონს. შედეგად, The Super Mario Bros. Movie არა მხოლოდ წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია, არამედ არავის უთმობს ლიდერის პოზიციას შიდა სალაროებიდან მიღებული შემოსავლითაც.

შთამბეჭდავი იყო The Super Mario Bros. Movie-ის დებიუტიც. მან Ant Man And The Wasp: Quantumania-ს აჯობა და წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პრემიერის სტატუსიც დაისაკუთრა. გარდა ამისა, ანიმაციურმა ფილმმა, პრემიერიდან ხუთი დღის განმავლობაში მიღებული შემოსავლით, საუკეთესო მაჩვენებლის მქონე Transformers: Revenge Of The Fallen-ს ($200 მილიონი) გადაუსწრო.

Marvel-ის ფილმებიდან წელს საუკეთესო შედეგი Guardians of the Galaxy Vol. 3-ს ეკუთვნის, რომელმაც 351.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საშინაო შემოსავალი მიიღო. ამის მიუხედავად, კინოსურათი Marvel-ის ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების ტოპ-ათეულში ვერ ხვდება. ცნობისთვის, სიაში მე-10 ადგილს Iron Man-ი იკავებს, რომელმაც შიდა სალაროებიდან $409 მილიონი გამოიმუშავა.

წყარო: forbes georgia