20-23 დეკემბერს თელავში გაიმართა მუნიციპალური თამაშები ფრენბურთში

20-23 დეკემბერს, თელავში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა მუნიციპალური თამაშები ფრენბურთში, გოგონებსა და ვაჟებს შორის.
თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა.
ფრენბურთი გოგონები :
I ადგილი – თელავის 7-საჯარო სკოლა;
II ადგილი – თელავის 5-საჯარო სკოლა.
ფრენბურთი ვაჟები:
I ადგილი – თელავის 9-საჯარო სკოლა;
II ადგილი – თელავის 1-საჯარო სკოლა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდები რეგიონულ პირველობაზე წარადგენენ თელავის მუნიციპალიტეტს.