1993 წლიდან დღემდე, ყოველი წლის 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

დღეს, 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ჟურნალისტიკის დღეს 1993 წლიდან აღნიშნავენ მედიის წარმომადგენლები. ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 1993 წლის 21 მარტს ერთობლივად დააწესეს.

ჟურნალისტები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ სხვადასხვა ღონისძიებით.

შეგახსენებთ, რომ ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის – ჯერ „საქართველოს გაზეთის,” შემდეგ კი „ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა. აღნიშნული გაზეთის პირველი ნომერი გამოიცა სწორედ 1819 წლის 21 მარტს.