19 ოქტომბერს თელავი ჭაჭის ფესტივალს უმასპინძლებს

თელავში, 19 ოქტომბერს გაიმართება სყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი „ჭაჭა“ – 2024,  რომელიც დაიწყება 12-00 საათიდან და გასტანს 18-00 საათამდე.
ფესტივალი ჩატარდება ერეკლე მეფის მოედანზე.
ფესტივალის პროგრამა:
• 12-00 სთ – ფესტივალის გახსნა მუსიკალურ – თეატრალიზებული მსვლელობით;
• 12-45 სთ – 13-00 სთ. – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის
„საქპატენტი“ მიერ საქართველოს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია;
• 12-30 – 18-00 სთ – კახეთის რეგიონის ყველა – რვა მუნიციპალიტეტის მცირე მარნების, ფერმერების და გლეხების და ასევე ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
– კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი კუთხეების წარდგენა, მათთვის დამახასიათებელი ეთნოსის, ტრადიციების და კულტურის წარმოჩინებით;
– კახეთისთვის დამახსიათებელი გასტრონომიული კუთხე და ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;
– კახეთის რვა მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი მეწარმის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
– მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი კულტურული პროგრამა, რომელსაც ტრადიციულად წარუძღვება საქართველოს სახალხო არტისტი, თელავის თეტარის მსახიობი ვანო იანტბელიძე;
• 14-00 – 16-00 სთ – ფესტივალის ფარგლებში საკონკურსო ჟიური ჩაატარებს ჭაჭის სადეგუსტაციო ერთობლივ მასტერკლასს:
– გიორგი სოლომნიშვილი – რა უნდა გავითვალისწინოთ მაღალი ხარისხის ჭაჭის გამოხდისას – ძირითადი პრინციპები;
– გიორგი დათუკიშვილი – ჭაჭის გამო სახდელად საჭირო ყურძნის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
– გიგა კუჭავა – რა უნდა გავითვალისწინოთ ჭაჭის ნაზავის შექმნისას;
– ზაზა გრიგალაშვილი – ჭაჭის მარკეტინგი, დეგუსტაცია და შეხამება.
• 16-00 სთ – 17-00 სთ – თეატრი № 1-ი სპექტქკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (რეჟისორი კიაზო ჯობავა) თეატრალიზებული მუსიკალური ნომრებით.
• 17-00 სთ – გამარჯვებულების დაჯილდოვება 2024 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის – ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით, შესაბამისი მოწმობებით – ცალკე ფერმერები და გლეხები, ცალკე კომპანიები.
• 17-30 სთ – 2024 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტის დაჯილდოება, რომელსაც ფესტივალის ორგანოზატორის მხრიდან გადაეცემა მის ტერიტორიაზე არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ფულადი ჯილდო;
ფესტივალის ორგანიზატორები:
– საქართველოს კულტურის პალატა;
– ტურიზმის განვითარების ასოციაცია;
– კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
– თელავის მუნიციპალიტეტის მერია.