17 აპრილს, 12:00-დან, ელენე ახვლედიანის 124 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თელავის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება კონკურსი – „თავისუფალი მხატვრობა.”
აღსანიშნავია, რომ მონაწილეობის მიღება შეუძლია 16 წელს გადაცილებულ ყველა პირს.
მოლბერტებს უზრუნველყოფენ კონკურსის ორგანიზატორები;
დაცული იქნება კონკურსანტის სივრცე 3 მეტრის დისტანციით.
დაჯილდოვდება 3 ნომინაცია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა 500 ლარიანი ვაუჩერი.
ნომინაციები:
1. “საუკეთესო ფერწერა” ;
2. “საუკეთესო კომპოზიცია” ;
3. “საუკეთესო ტექნიკა”.
კონკურსის დასრულებისას გაიმართება გამოფენა-გაყიდვა.