14 ივნისს თელავის მუნიციპალიტეტი შშმ/სსმ პირთა დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს

14 ივნისს, თელავში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით თელავის დასაქმების ფორუმზე ყურადღება გამახვილდება შშმ და სსმ პირთა დასაქმებასა და ინტეგრირებაზე.

თელავის დასაქმების ფორუმზე, რომელიც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით იმართება, 20-ზე მეტი კომპანია იქნება წარმოდგენილი. ის კომპანიები, რომელთაც მიმდინარე ეტაპზე აქტიური ვაკანსიები აქვს რეგიონის მასშტაბით.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

თუ ცხოვრობთ კახეთში და ეძებთ სამსახურს, ეს შესაძლებლობა არ უნდა გამოტოვოთ!

ერთ სივრცეში შეხვდებით 20-მდე კომპანიის წარმომადგენელს;

შეძლებთ გაესაუბროთ მათ პირისპირ;

მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ვაკანტური პოზიციების შესახებ და შეარჩევთ თქვენთვის მისაღებს და საინტერესოს.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელ პირს.

ადგილზე მოეწყობა მცირე მეწარმეებისა და სტარტაპერების გამოფენაგაყიდვა.

დასაქმების ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ჩატარდება.

თარიღი – 14 ივნისი;

დრო – 14:00-16:00;

ადგილითელავის ისტორიული მუზეუმი“, – ნათქვამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ფორუმებს, მოქალაქეთა  დასაქმებისა და ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში  ყოველთვიურად მართავს. შემდეგ ღონისძიებას  ივნისის თვეში აჭარა უმასპინძლებს.