თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი სოფლების მიმართულებით დაიწყებს გადაადგილებას.
მერიის ცნობით, 13 მაისს, ორშაბათს, ავტობუსები იმოძრავებს – თელავი-იყალთოსა და თელავი-აკურის მიმართულებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებებს უახლოეს დღეებში თელავი-ფშავლის მარშრუტი დაემატება.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით თელავის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სამსახურს.
თელავის სატრანსპორტო სამსახური
ტელ: 0350-27-00-14