13 ივლისს, თელავში, მუსიკალური საღამო გაიმართება ნადიკვრის ამფითეატრში. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსმენელის წინაშე წარდგებიან:
– “ქართული ხმები”
– “ალილო”
– “ფორტე”
– “თეატრალურის კვარტეტი”
– “შვიდკაცა”
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება იმართება ანსამბლების გაერთიანება “ქართული სიმღერის” ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
მუსიკალური საღამო დაიწყება 19:00 საათზე, დასწრება თავისუფალია.