13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი სოფლების მიმართულებით იწყებს გადაადგილებას

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი სოფლების მიმართულებით დაიწყებს გადაადგილებას.

მერიის ცნობით, 13 მაისს, ორშაბათს, ავტობუსები იმოძრავებს – თელავი-იყალთოსა და თელავი-აკურის მიმართულებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებებს უახლოეს დღეებში თელავი-ფშავლის მარშრუტი დაემატება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით თელავის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სამსახურს.

თელავის სატრანსპორტო სამსახური

ტელ: 0350-27-00-14