12 აგვისტოს თელავის “მშვიდობის პარკში” ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით,  12 აგვისტოს, თელავში, “მშვიდობის პარკში” გაიმართება ახალგაზრდული ფესტივალი.
18:00 საათზე ჩატარდება სპორტული, შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები, მოეწყობა კვების სივრცე, გაიმართება ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება მაგიდის ტენისი, მკლავჭიდი, ბაგირის გადაწევა, სამაგიდე თამაშები, შესაძლებელი იქნება სახის მოხატვა, მოეწყობა ფერების შოუ, კერამიკის მასტერკლასი „კერასგან,” იქნება პრიზებიც.
21:00 საათზე, “მშვიდობის პარკი” უმასპინძლებს კონცერტს, რომელსაც ჩაატარებს ჯგუფი სექტორადა და მასტერი. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება:
-IT Step Academy რობოტებითა და ვორკშოფით;
-თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო სამაგიდო თამაშებითა და ვიქტორინით;
-„World Vision” – საინფორმაციო კუთხე და მრავალფეროვანი თამაშები.
„ECOVISION-ის” ჩართულობით- ენერგოეფექტურობის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები:
-ინფორმაციული/შემეცნებითი სივრცე;
-ფოტოგამოფენა;
– ვიდეო/ფილმის ჩვენება;
-საბავშვო სივრცე;